ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსული საზღვაო ძალები აგრძელებენ უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკადას შავ და აზოვის ზღვებში

რუსული საზღვაო ძალები აგრძელებენ უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკადას შავ და აზოვის ზღვებში, რაც ხელს უშლის უკრაინის ზღვით მომარაგებას , - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ცნობები იმის შესახებ, რომ შავი ზღვის აკვატორია დანაღმულია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზღვაო აქტივობას. მიუხედავად იმისა, რომ ნაღმების წარმომავლობა უცნობია და დავის საგანს წარმოადგენს, მათი არსებობა თითქმის დანამდვილად უკავშირდება რუსულ საზღვაო აქტივობას აღნიშნულ არეალში და ცხადყოფს, რამხელა გავლენას ახდენს რუსეთის შეჭრა უკრაინაში ნეიტრალურ და სამოქალაქო ინტერესებზე“, - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ 

UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული