საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 217 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 061 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 714 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 347 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.66%, ბოლო 14 დღის - 2.88% ხოლო 7 დღის - 2.24%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 592 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 627 958.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 756 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 217 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 34, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 9, გურია -23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი -0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 482 საიდანაც, 496 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 256, აჭარაში - 36, იმერეთში - 93. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 122 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 73, აჭარაში - 16, იმერეთში - 15. 3 986 ადამიანი სახლში მკურნალობს.