უკრაინული მედია: რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო.

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, მსხვერპლი არ არის.

შეგახსენებთ, რომ The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ.

ცნობისთვის, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ:

ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ 

UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული