ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა. გადაწყვეტილება ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გუშინ მიიღო.
ინფორმაციას სუს-ის ანალიტიკურ დეპარტამენტში ადასტურებენ. დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სუსმა უკვე მიაწოდა გახელაძის ოჯახსაც.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.