„სითი მოლის“ ადმინისტრაცია მოუწოდებს მომხმარებლებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მოლებს არ ესტუმრონ. ამის შესახებ ჟურნალისტებს „სითი მოლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა სოფო ელოშვილმა განუცხადა.
„ჩვენი გუნდით სრულად მობილიზებულები ვართ, რათა ყველანაირად გავაკონტროლოთ და დავიცვათ მთავრობის დადგენილი ყველა რეგულაცია. მინდა ვთხოვო ჩვენს მომხმარებელს, თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, თავი შეიკავონ მოლებში მისვლისგან“, - აცხადებს სოფო ელოშვილი.
დღეიდან მსხვილი სავაჭრო ცენტრები რეგულაციების დაცვით განაახლებენ ფუნქციონირებას. შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდა.