უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი დღეს ტყიბულში დაკრძალეს. ტყიბულში გადასვენებამდე იყო პანაშვიდები ჯერ კიევში და შემდეგ თბილისში ქაშუეთის ტაძარში.
ცნობისთვის, აფხაზეთიდან დევნილი დავით გობეჯიშვილი 26 მარტს უკრაინის ქალაქ ირპენთან ბრძოლაში დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.