უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ხმების 70 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ არსებული შედეგები აჩვენებს, რომ ორბანის პარტია „ფიდესმა“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.
„როგორ ხდება, რომ ჩვენ ყველაზე მეტად მოვიგეთ, როცა ყველა ჩვენს წინააღმდეგ იყო გაერთიანებული? ნუ გეშინიათ, გამაგრდით, სამშობლო თქვენთანაა. იმდენად დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ, რომ ამის დანახვა მთვარიდანაც შეგიძლიათ, მაგრამ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ამის ნახვა ბრიუსელიდან“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.