რუსეთს უკრაინაში შეჭრის წინ სამი მიზანი ჰქონდა და სამივემ მარცხი განიცადა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„რუსეთს სამი მიზანი ჰქონდა: უკრაინის დამორჩილება და მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უარყოფა; რუსეთის ძალაუფლების დამტკიცება; დასავლეთის, ალიანსის გაყოფა. მან სამივე ფრონტზე მარცხი განიცადა,“- განაცხადა ბლინკენმა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ.
ცნობისთვის, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ:
ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ