საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 685 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 184 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 587 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 597 PCR ტესტით.