მოლდოვის პრეზიდენტი: მთელ მსოფლიოსთან ერთად შოკირებულები ვართ კიევთან, ბუჩაშ ხოცვა-ჟლეტით

მთელ მსოფლიოსთან ერთად შოკირებულები ვართ კიევთანბუჩაშ ხოცვა-ჟლეტით, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დაწერა.

მისი თქმით, 4 აპრილი მოლდოვაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

„მოლდოვა მტკიცედ გმობს დანაშაულებს კაცობრიობის წინაშე, ზუსტად ისევე, როგორც გმობს რუსეთის არასანქცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. 2022 წლის 4 აპრილს გლოვის დღედ ვაცხადებთ, იმ უდანაშაულო ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, ვინც ბოლო 39 დღის განმავლობაში უკრაინაში დაიღუპა“, - წერს სანდუ.

ასევე წაიკითხეთ:

ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის

რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს

შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს.

"ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი.

ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ 

UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული