სუმის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რუსეთის საოკუპაციო ძალები აქტიურად გადიან სუმის რეგიონიდან

რუსეთის საოკუპაციო ძალები აქტიურად გადიან სუმის რეგიონიდან, – ამის შესახებ ინფორმაციას სუმის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრო ჟივიცკი ავრცელებს.

"რუსეთის საოკუპაციო ძალებს დანაკარგები აქვთ კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებში. რუსეთი ფარულად ახდენს რეზერვისტების მობილიზაციას და დამატებით 60 000-მდე ჯარისკაცის შეგროვება სურს", - აცხადებს ჟივიცკი.

ასევე წაიკითხეთ:

ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ 

UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული