კახა კალაძე: არცერთი სიტყვა ზუსტად არ გამოხატავს იმ საშინელებას, რომელიც ბუჩაში ვიხილეთ

არცერთი სიტყვა ზუსტად არ გამოხატავს იმ საშინელებას, რომელიც ბუჩაში ვიხილეთ, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე Twitter-ზე წერს.

„ძალადობას, ტერორს, სადიზმს დღეს ერთი სახელი აქვს - ბუჩა. არცერთი სიტყვა ზუსტად არ გამოხატავს იმ საშინელებას, რომელიც ბუჩაში ვიხილეთ.დარწმუნებული ვარ, ეს შემზარავი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი. სამძიმარს ვუცხადებ უკრაინელ ხალხს ამ მძიმე წუთებში!“, - წერს კახა კალაძე.

ასევე წაიკითხეთ:

ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის

რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს

შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს.

"ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი.

ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ 

UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული