ანგელა მერკელი ვოლოდიმირ ზელენსკის: 2008 წელს, NATO-ს ბუქარესტის სამიტზე MAP-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას სწორად მივიჩნევ

გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხობს და აცხადებს, რომ 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე MAP-თან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევს.

„ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერს თავის გადაწყვეტილებებს 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებით.

კანცლერი მხარს უჭერს ფედერალური მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, გვერდში დაუდგეს უკრაინას და ბოლო მოეღოს ბარბაროსობასა და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ყოფილი კანცლერის ოფისის განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის

რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს

შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ 

UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.