ავსტრიამ ზამთრის კურორტები გახსნა

ავსტრიამ სრულ ლოკდაუნამდე ერთი დღით ადრე, ქვეყანაში არსებული 400-მდე კურორტი გახსნა. ინფრომაციას BBC ავრცელებს.

ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ზამთრის აქტივობები ღია სივრცეში ეწყობა, შესაბამისად ის უსაფრთხოა, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს დაიცავს.

სათხილამურო კურორტები, განსხვავებით ბარების, სასტუმროებისა და რესტორნებისგან, კარანტინის პერიოდშიც იქნება ღია.

ავსტრია შობის შემდგომ სრულ "ლოქდაუნზე" გადადის.