რუსი ოკუპანტების მიერ ალყაშემორტყმულ მარიუპოლში ამ დრომდე 130 ათასი ადამიანი რჩება, რომლებიც რუსული არმიის ქმედებების გამო ქალაქს ვერ ტოვებენ. ამის შესახებ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ დღეს კიევში მედის-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მარიუპოლში 130 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება. მტერმა გაანადგურა ჩვენი კომუნალური ავტობუსები. თავიდან იყო 150, შემდეგ 100, შემდეგ 50 ახლა კი 0-ია.
13 მარტიდან სიჩუმის რერიჟიმის ფარგლებში ჩვენ შევძელით დერეფნის გახსნა, რომ მოქალაქეებს მარიუპოლი საკუთარი ავტომობილებით მაინც დაეტოვათ და ბერდიანსკამდე მიეღწიათ. ეს მარშრუტი ახლაც მუშაობს, მაგრამ აქაც პრობლემებია/ დერეფანი ბერდიანსკიდან ზაპოროჟიამდეც მუშაობს, მაგრამ ყველაფერი რთულადაა“, - აღნიშნა ბოიჩენკომ.
მისი თქმით, რუსული არმია ტოტალურად ბლოკავს მარიუპოლში ჰუმანიტარული ტვირთების შეტანას.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს
მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს