მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას

მარიუპოლის მერის მოადგილე სერგი ორლოვი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, რუსეთის მხრიდან თავდასხმები გრძელდება. შესაბამისად, შეწყდ ხალხის ევაკუაციაც.

„რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას. ეს სიგიჟეა. არავითარი ცეცხლის შეწყვეტა არ ხდება მარიუპოლში. ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები მზად არიან გაქცევისთვის, მაგრამ მათ არ შეუძლიათ გაქცევა დაბომბვის გამო”, - აცხადებს სერგი ორლოვი.

მანამდე, უკრაინული მხარე ორ ქალაქში ცეცხლის დროებით შეწყვეტასა და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის შესახებ იუწყებოდა. მარიუპოლსა და ვოლნოვახში ჰუმანიტარული დერეფნები ადგილობრივი დროით 09:00-ზე გაიხსნა.

იუწყება. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პავლო კირილენკოს ინფორმაციით, ადგილობრივი ადმინისტრაციები ახლა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმის დეტალებზე მუშაობენ.

უფრო ადრე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ორ ქალაქს ჰუმანიტარული დერეფნები გაუხსნეს.


უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის ერთობლივ მცდელობაზე შეთანხმდნენ