უკრაინის გენერალური პროკურორი: ბოროდიანკაში უფრო საშინელი ვითარებაა, ვიდრე ბუჩაში

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვეედიქტოვამ განაცხადა, რომ ბოროდიანკაში უფრო რთული ვითარებაა ვიდრე ბუჩაში. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

„ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კიევის ოლქში არსებულ სიტუაციაზე, რადგან გუშინ ამ ტერიტორიაზე შესვლის უფლება მოგვეცა და ამჟამადაც ვმუშაობთ ბუჩაში, ირპენსა და ვორზელში. სინამდვილეში კი მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მხრივ, ყველაზე საშინელი ვითარება ბოროდიანკაში გახლავთ. ვფიქრობ, ამ დასახლების შესახებ ცალკე ვისაუბრებთ“, - განაცხადა ირინა ვენედიქტოვამ.

ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა". 

ასევე წაიკითხეთ:

სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს

ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის

რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს

შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას