დანიამ რუსეთის დაზვერვის 15 თანამშრომელი გააძევა

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის დაზვერვის 15 თანამშომლის გაძევების შესახებ განაცახდა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის საელჩოში კოპენჰაგენში დიპლომატების სტატუსით მუშაობდნენ. 

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს და აცნობეს, რომ საელჩოს 15-მა თანამშრომელმა ქვეყანა 14 დღეში უნდა დატოვოს. 

დანია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას არ აპირებს. კოპენჰაგენში რუსეთის ელჩი და სხვა თანამშრომლები საქმიანობას განაგრძობენ. 

ბოლო დღეებში ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ გამოაცხადა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა გადაწყვეტილება ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 40 თანამშრომლის გაძევების შესახებ.

ამის შემდეგ საფრანგეთმა 35 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გამოაცხადა.

5 აპრილს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაცხადა 15 რუსი დაზვერვის ოფიცრის გაძევება, რომლებიც ფარულად მუშაობდნენ რუსეთის საელჩოში.

4 აპრილს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ 30 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ 

იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს

შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს