შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. იუწყება SVT.
„დიპლომატების გაძევება ადვილი არ არის. ჩვენ ყოველთვის უნდა ავწონოთ ჩვენი ინტერესები... მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანის დეპორტაცია შევძლოთ. გავაძევოთ ისინი, ვინც არ იცავს ვენის კონვენციას“, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბოლო დღეებში ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ გამოაცხადა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა გადაწყვეტილება ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 40 თანამშრომლის გაძევების შესახებ.
ამის შემდეგ საფრანგეთმა 35 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გამოაცხადა.
5 აპრილს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაცხადა 15 რუსი დაზვერვის ოფიცრის გაძევება, რომლებიც ფარულად მუშაობდნენ რუსეთის საელჩოში.
4 აპრილს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ 30 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ