"მადლობას ვუხდი დმიტრო კულებას კეთილი სურვილებისთვის" - საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი უკრაინელ კოლეგას Twitter-ზევე პასუხობს.
"დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის, საერთო წარმატებების მისაღწევად და გამოწვევების დასაძლევად. ძლიერ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს მათი ქვეყნისა და იმ ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ" - წერს ილია დარჩიაშვილი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრისგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მხარდაჭერას ელის.
მანამდე უკრაინიას საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილითან მუშაობას.