მსოფლიომ იხილა, მაგრამ არ უნდოდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოს წინააღმდეგ, არც მთელი დნესტრისპირეთის მოლდოვისგან მიტაცება, თუ როგორ ამზადებდა რუსეთი სხვა კონფლიქტებისთვის საფუძველს, მათი საზღვრების სიახლოვეს, როგორ უნდა შევაჩეროთ ეს? – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელინსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიდეოფორმატის რეჟიმში ჩართვისას განაცხადა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა უშიშროების საბჭოს წევრებს, ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ და სამხედრო დამნაშავეებად გასამართლდნენ რუსული შეიარაღებული ძალების ის წევრები, რომლებმაც გასცეს განკარგულება და შეასრულეს ბრძანება უკრაინაში თავდასხმების განსახორციელებლად. ისინი უნდა გასამართლდნენ ისე, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ნიურნბერგის პროცესზე მოხდა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.