შეიარაღებულმა პირებმა ეთიოპიის დასავლეთით მდებარე ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს , განაცხადა ადამიანის უფლებათა კომისიამ.
აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ეთიოპიის ადამიანის უფლებათა კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, თავდასხმა მოხდა მეტეკელის ზონაში, ბულენის რაიონის სოფელ ბეკოჯში, ტერიტორიაზე, სადაც მრავალი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს.
”ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა ძალიან ტრაგიკულია”, - აღნიშნა ეთიოპიის პრემიერ მინისტრმა აბი აჰმედმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მან უკვე ჯარები განალაგა დასავლეთ ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში.