წინასაახალწლო პერიოდის გამო, 25-31 დეკემბერს კერძო სატრანსპორტო საშუალებებს ე.წ. "ბასლაინებში" მოძრაობის შესაძლებლობა ექნება, - ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მერიამ მოახლოებული წინასაახალწლო პერიოდის გამო მიიღო.
„თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში, ე.წ. „ბასლეინებში, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება და აღნიშნული გადაწყვეტილება, გარკვეულწილად ტრანსპორტის მომატებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.