კრემლმა ოფიციალურად პირველად აღიარა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შვილებად ეკატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა, რომელთა მიმართაც აშშ-მა სანქციები დააწესა.
"კრემლი აუცილებლად უპასუხებს პუტინის ქალიშვილების წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს და ამას გააკეთებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის", - განაცხადა პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან.
ამასთან, აშშ-მა 6 აპრილს გამოაცხადა მოსკოვის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო შემოღებული შემზღუდავი ზომების ახალი პაკეტი, რომელიც ეხება რუსულ ბანკებს - სბერბანკს და ალფა-ბანკს - ისევე, როგორც მაღალჩინოსნებს და მათი ოჯახების წევრებს, პუტინის ქალიშვილების ჩათვლით.
ასევე წაიკითხეთ: