ტუნისის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვას 20 მიგრანტი ემსხვერპლა

ევროპისკენ მიმავალი მიგრანტთა ნავი ტუნისის სანაპიროსთან ჩაიძირა. ინფორმაციას CTV News-ი ავრცელებს

24 დეკემბერს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მაშველებმა იპოვეს 20 მიგრანტის სხეული. ხუთი გადარჩენილი მიგრანტის თქმით, მათი ნავი, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ევროპისკენ გადაჰყავდა, ზღვაში ჩაიძირა. ნავზე იმყოფებოდა 40-50 მიგრანტი, რომლებიც იტალიაში აპირებდნენ არალეგალურად შეღწევას. საზღვაო პოლიცია ამ დრომდე ეძებს დანარჩენ მიგრანტებს, რომლებიც გემზე იმყოფებოდა.

ტუნისის საპორტო ქალაქ სფაქსის მახლობლად მდებარე სანაპირო მთავარი ნავსაყუდელია, რომლის წყალობითაც აფიკელი მოსახლეები ცდილობენ ევროპაში გადასვლას. წელს იტალიაში გადასულ არალეგალთა უმრავლესობას სწორედ ტუნისელები შეადგენენ, მიუხედავად იტალიის მოლაპარაკებისა ქვეყანასთან, არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად.