ლოიდ ოსტინმა უკრაინისთვის დაზვერვის მონაცემების გადაცემა ოფიციალურად დაადასტურა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ-ის დაზვერვა უკრაინელ დამცველებს უზიარებს უახლეს მონაცემებს, კერძოდ, დონბასისა და ლუგანსკის რეგიონებში რუსების გეგმებთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინული მედია, CNN-ზე დაყრდნობით წერს. 

„ჩვენ ვაწვდით მათ სადაზვერვო ინფორმაციას დონბასში ასეთი ოპერაციების განსახორციელებლად“, - განაცხადა ოსტინმა. 

ოსტინს სენატის შეიარაღებული სამსახურის კომიტეტის წინაშე ჩვენების მიცემისას, სენატორმა ტომ კოტონმა ჰკითხა, აწვდის თუ არა აშშ სამთავრობო დაზვერვის მონაცემებს უკრაინელებს ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასში საბრძოლო ოპერაციებისთვის.

გარდა ამისა, ლოიდ ოსტინმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატებს არ აქვს მცდელობა, გადააფიქრებინოს ან ხელი შეუშალოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსების წინააღმდეგ ოპერაციების განხორციელება. 

საგულისხმოა, რომ ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ს მთავრობის მაღალჩინოსანმა საჯაროდ დაადასტურა საიდუმლო სამთავრობო დაზვერვის ინფორმაციის გაცვლის ფაქტი აშშ-სა და უკრაინას შორის.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ

ლოიდ ოსტინი: რუსებმა უკრაინაში შეჭრისას სერიოზული შეცდომები დაუშვეს

ლოიდ ოსტინი: მინდა, კრემლში პრეზიდენტმა პუტინმა იცოდეს, რომ შეერთებული შტატები თავისი მოკავშირეების გვერდით დგას