Bloomberg: 2022 წელს რუსეთში უმუშევრობის დონე შესაძლოა გაორმაგდეს

2022 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე რუსეთის ფედერაციაში ორჯერ გაიზრდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში 9%-ს პირველად გადააჭარბებს. ამის შესახებ Bloomberg წერს. 

ექსპერტების შეფასებით რუსეთის შრომის ბაზარზე რისკის ზონაშია 2-მილიონამდე სამუშაო ადგილი. 

„ეს მაგონებს 90-იანი წლების დასაწყისს, როცა რუსეთში დაიწყო რეფორმები და იხურებოდა ქარხნები“.- ამბობს გამოცემასთან საუბარში პროფესორი, ეკონომისტი ევგენი გონტმახერი. 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის შრომის ბაზარზე კრიზისი თანდათან განვითარედება. კომპანიები ხელისუფლების ზეწოლის გამო თანამშრომლებს არ გაუშვებენ, თუმცა დაიწყება ხელფასების შემცირება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა

რუსეთმა ნავთობის მოპოვება შეამცირა