რუსეთში ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება კონდენსანტით 3 აპრილის მდგომარეობით 1,4 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 3,9%-ით ნაკლებია, ვიდრე მარტში. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ნავთობკომპანიებმა წარმოება 49 ათას ტონამდე შემცირეს. (-4,1%) რაც შეეხება ექსპორტს, „ტრანსნეფტის“ სისტემით მიწოდება 2,6 ათასიდან 575,6 ათს ტონამდე გაიზარდა.
რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი ბელორუსში ჯერ არ დაფიქსირებულა,გასულ თვეს ექსპორტმა დღე-ღამეში 8,6 ათასი ტონა შეადგინა.
რუსული რესურსების ექსპორტი „ტრანსნეფტის“ ხაზით უცხოეთში 6%-ითაა გაზრდილი.
17-დან 23 მარტის ჩათვლით, რუსული ნავთობის ექსპორტი გასულ კვირასთან შედარებით მეოთხედით შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg წერს. გამოცემის ცნობით, 24 საათში საშუალო მიწოდებამ 495 300 ტონა შეადგინა, რაც 26,4%-ით ნაკლებია, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით. ეს ციფრი დღეშუ 3,63 ბარელის ექვივალენტია.
შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ნავთობზე შეზღუდვა დააწესეს. ამასთან მსხვილმა კომპანიებმა Shell Plc-მა, TotalEnergies SE-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი განაცხადეს.
14 მარტს ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა, საჭირო მოცულობის ნავთობის მიწოდება უზრუმველყოს მსოფლიო ბაზარზე და დაასტაბილუროს ფასები, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA.
ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს განიხილავენ.
ასევე წაიკითხეთ
Bloomberg: აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის გაყიდვას გეგმავს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს
აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს
დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს
იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა
უმსხვილესმა გადამზიდავმა Maersk რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა