ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფექციონისტი: რუსულ ვაქცინას მესამე ფაზა ოფიციალურად არ გაუვლია და ვერ წარმომიდგენია, რომელიმე საერთაშორისო ასოციაციამ დაამტკიცოს

„რუსულ ვაქცინას მესამე ფაზა ოფიციალურად არ აქვს გავლილი და ვერ წარმომიდგენია, რომელიმე საერთაშორისო ასოციაციამ დაამტკიცოს“, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფექციონისტმა მამუკა მაჩაიძემ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

„რუსულ ვაქცინას მესამე ფაზა ოფიციალურად არ აქვს გავლილი და ვერ წარმომიდგენია, რომელიმე საერთაშორისო ასოციაციამ, რომელსაც გავლენა აქვს პროცესებზე, ეს დაამტკიცოს, ან მიიღოს. სხვანაირად არის საქმე ჩინურ ვაქინასთან მიმართებით. მან გაიარა მესამე ფაზა და ყველა ის მოდელი, რომელიც ევალებოდა Pfizer-ს, Moderna-ს და ასე შემდეგ, ჩინურმა ვაქცინამ მათ შორის გაიარა. თუმცა ჩინურთან დაკავშირებით, სანდოობასთან დგას პრობლემა“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

მისი თქით, რთულად წარმოსადგენია, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ჯანმომ რუსული ვაქცინა დაამტკიცოს.