ზურაბიშვილი: რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება

რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა ადამიანის უფლებების დარღვევაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა.

„ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება. კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი. დიდება უკრაინას!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

"რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს ისკანდერის რაკეტით დაარტყეს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

წინასწარი ინფორმაციით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

ასევე წაიკითხეთ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს ისკანდერის რაკეტით დაარტყეს