რატი ბრეგაძემ ალექსანდრე ვინიკოვს იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახ „გაგრაში“ უმასპინძლა.
იუსტიციის მინისტრმა სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოს NATO-ში ინტეგრაციისთვის მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილა. საუბარი შეეხო ქვეყნის დეოკუპაციის სამართლებრივ მექანიზმებს და სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას ამ პროცესის წარმართვისათვის.
რატი ბრეგაძემ და ალექსანდრე ვინიკოვმა NATO-ს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს.