რატი ბრეგაძემ და NATO-ს სამეკავშირო ოფისის ხელმძღვანელმა ალინსისა და საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

რატი ბრეგაძემ  ალექსანდრე ვინიკოვს  იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახ „გაგრაში“ უმასპინძლა.

იუსტიციის მინისტრმა სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოს NATO-ში ინტეგრაციისთვის მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილა. საუბარი შეეხო ქვეყნის დეოკუპაციის სამართლებრივ მექანიზმებს და სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას ამ პროცესის წარმართვისათვის.

რატი ბრეგაძემ და ალექსანდრე ვინიკოვმა NATO-ს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს.