უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თვენახევრის შემდეგ Acer რუსეთში საქმიანობას აჩერებს. ამის შესახებ კომპანიის პრეს-სამსახური განცხადებას ავრცელებს.
„ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე Acer-მა გადაწყვიტა რუსეთში საქმიანობა შეაჩეროს. კომპანია შეეცდება დაეხმაროს თანამშრომლებს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე“, - აცხადებენ კომპანიაში.
Acer 1976 წელს ტაივანის ქალაქ სინჯუში მულტიტექნიკური კომპანიის სახით სტან შიჰმა და მისმა მეუღლემ კიდევ ხუთ სხვა ადამიანთან ერთად დააარსეს. მათი თავდაპირველი კაპიტალი 25 000 აშშ დოლარი იყო.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
ასევე წაიკითხეთ
დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს