პენტაგონმა დაადასტურა, რომ კრამატორსკის სადგურზე სარაკეტო დარტყმა რუსულმა ჯარმა მიიტანა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პენტაგონის მაღალჩინოსანმა განუცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჯერა რუსული მხარის, რომლებმაც თქვეს, რომ ეს მათ არ ჩაუდენიათ. თავდაპირველად მათ წარმატებული სარაკეტო დარტყმის შესახებ განაცხადეს, უარყოფა კი მას შემდეგ დაიწყეს, რაც დარტყმის შედეგები გახდა ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, კრამატორსკზე შეტევისთვის რუსეთი მე-18 მოტომსროლელ დივიზიას გამოიყენებს, რომელიც 2021 წელს ჩამოყალიბდა. კრამატორსკი აღმოსავლეთ უკრაინის მთავარი სარკინიგზო კვანძია. ჩვენ ვხედავთ ქვედანაყოფებისა გადაადგილებას და ძალის გამოყენებას ამ ზონაში“, - აცხადებს პენტაგონის მაღალჩინოსანი.
8 აპრილს ავიადარტყმის დროს კრამატორსკის სადგურზე დაახლოებით 4000 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ევაკუაციას ელოდებოდნენ. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 52 ადამიანი, 109 კი დაშავდა.