გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს, რამაც Brexit-ის შემდეგ ლონდონსა და ბრიუსელს შორის სავაჭრო ურთიერთობები უნდა დაარეგულიროს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

Brexit-ის გარდამავალი პერიოდი 31 დეკემბერს იწურება, ამის შემდეგ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს საბოლოოდ ეთიშება. შეთანხმების დეტალები უახლოეს პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი, რომელსაც პრემიერი ჯონსონი გამართავს.

შეთანხმება შესაძლებლობას მოგვცემს უზრუნველვყოთ სამართლიანი დაშვება საერთო ბაზარზე და თევზჭერის შესახებ პირობების დაბალანსებას, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირმა და ლონდონმა შეთანხმება მიაღწიეს გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე მხოლოდ ერთი კვრით ადრე.

მრავალი თვის განმავლობაში უთანხმოების მთავარი საგანი ევროპული ქვეყნებისათვის ბრიტანულ წყლებში თევზჭერის უფლება იყო.

დიდი ბრიტანეთი მოითხოვდა, რომ პირველი იანვრიდან გაეკონტროლებინა თავის წყლებში საერთაშორისო თევზჭერა და თავისთან დაეტოვებინა დაჭერილი თევზის იმაზე უფრო დიდი ნაწილი, ვიდრე კვოტების მოქმედი სისტემით იყო გათვალისწიებული.

ევროკავშირს კი სურდა, რომ უფრო დიდი ხნით მოხდარიყო თევზჭერის ახალი სისტემის დანერგვა და შეენარჩუნებინა დიდი ბრიტანეთის წყლებში ფართო დაშვება საფრანგეთის, ესპანეთისა და სხვა წევრი ქვეყნების გემებისათვის.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან 2020 წლის იანვარში გავიდა.