რუსული არმია განაგრძობს ძალების გადაჯგუფებას უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე სრული კონტროლის დასამყარებლად. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით უკრაინის არმიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში შვიდი შეტევა მოიგერია, ცხრა ტანკი, შვიდი ჯავშანტექნიკა და მტრის ხუთი მანქანა განადგურდა.
„რუსული მხარის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია რუბიჟნეს, ნიჟნეს, პოპასნაიასა და ნოვობახმუტოვკას დასახლებებზე კონტროლისა და ქალაქ მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებაზე“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
კიევის ცნობით, 24 თებერვლიდან 9 აპრილის ჩათვლით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე დაკარგეს 705 ტანკი, 1895 ჯავშანტექნიკა, 335 საარტილერიო სისტემა, 108 MLRS, 55 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 151 თვითმფრინავი, 136 შვეულმფრენი და საავტომობილო ტექნიკა. 1363, გემები / ნავები - 7, ტანკები საწვავით და საპოხი მასალებით - 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 112, სპეციალური აღჭურვილობა - 25, OTRK / TRK გამშვები - 4.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა
პესკოვმა აღიარა, რომ რუსულ არმიას უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს