ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაშია და ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ ხვდება. ამის შესახებ ფოტომასალას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამ დროისთვის ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შესახებ მეტი დეტალი არაა ცნობილი.
ბრიტანეთი გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას და ამ ქვეყნის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები აშშ-ს და ევროკავშირის შემდეგ ერთ-ერთმა პირველმა დაუწესა.
8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინაში დამატებით $130 მილიონის სამხედრო დახმარებას გაგზავნის.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ