ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი 

ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ახალი სანქციების შესახებ განაცხადა. 

ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, სანქციების სიას დაემატა 26 კომპანია და 33 კერძო პირი, რომლებსაც გაეყინებათ აქტივები და აეკრძალათ ქვეყანში შესვლა.

ახალი სანქცეიების ფარგლებში გაფართოებულ სიაში არიან ოლიგარქები: ევგენი შვიდლერი - (მილიარდერი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩთან დაახლოებული პირი); ოლეგ ტინკოვი - Tinkoff Bank-ის დამფუძნებელია და მისი ქონება $3.5 მილიარდს აღწევს.

სანქციებს სიაში „სბერბანკის“ ხელმძღვანელი, ჰერმან გრეფი; ოლეგ აქსიუტინი - Gazprom-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; დიდიერ კასიმირო - Rosneft-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი; ზელიკო რუნიე - Rosneft-ის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ნავთობის, გაზისა და ოფშორული ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

სანქციების ქვეშ მოექცა გალინა დანილჩენკო, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში მელიტოპოლის მერად დანიშნა. ასევე სიაშია პოლინა კოვალევა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გერი.

ცნობისათვის NATO-ს საგანგებო სამიტზე ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებით  „უფრო მეტად დავეხმარებით უკრაინელებს" და უფრო სწრაფად დამთავრება ომი. 

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენის 24 მარტს აპირებს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას. სახელმწიფო უშიშროების სფეროში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 22 მარტს განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები არაა მიმართული მხოლოდ „ახალი სანქციების შემოღებასთან, არამედ სანქციებისთვის თავის არიდების აღკვეთის ერთობლივი ძალისხმევის უზრუნველყოფისკენ“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. 

ასევე წაიკითხეთ

ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა

საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა 

აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება

Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს 

Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის  

ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს