ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოებას დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს 600-ზე მეტი თანამშრომელი იცავს.
ცნობისთვის, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 10 აპრილს ჩატარების შესახებ დე ფაქტო პარლამენტმა გადაწყვეტილება 21 იანვარს მიიღო. ე.წ. საარჩევნო ადმინისტრაციამ კანდიდატების რეგისტრაცია 15 მარტს დაასრულა.
ამასთან, კენჭისყრაში მონაწილეობენ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრ პლიევი, პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი, „დეპუტატი“ გარი მულდაროვი და ყოფილი „დეპუტატი“ დიმიტრი ტასოევი.