გერმანიაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

გერმანიაში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახენ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

როგორც გერმანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, კორონავირუსის ახალი სახეობა ქალბატონს დაუფიქსირდა, რომელიც ლონდონიდან ფრანკფურტში ჩავიდა.

"ქალი, რომელიც ამ კვირაში, ლონდონის ჰითროუდან ჩამოფრინდა ფრანკფურტის აეროპორტში დაუდასტურდა ვირუსი. ნიმუშის შემდგომმა გენეტიკურმა ანალიზმა ბერლინის ლაბორატორიაში გამოავლინა B.1.1.7 შემთხვევა, როგორც არის ცნობილი ვირუსის ახალი შტამი" - ნათქვამია გერმანიის შტატის ბადენ-ვიურტენბერგის ხელისუფლების განცხადებაში.

გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქალი, რომელიც გერმანიაში გაემგზავრა ნათესავების მოსანახულებლად, აეროპორტიდან აიყვანეს და იზოლაციაში იმყოფება.