აშშ-ში ბრიტანეთიდან ჩასულ მგზავრებს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფით პასუხს მოსთხოვენ

შეერთებული შტატების მთავრობა მოითხოვს, რომ გაერთიანებული სამეფოდან ჩამოსული ყველა ავიაკომპანიის მგზავრს, 72 საათის განმავლობაში ჩატარებულ COVID-19-ის ტესტზე უარყოფითი პასუხი ჰქონდეს. - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადებაში ნათქვამია, გაერთიანებული სამეფოდან ჩამოსული ავიაკომპანიის ყველა მგზავრმა ტესტზე უარყოფითი პასიხი უნდა მიიღოს, რომ შეერთებულ შტატებში გაფრინდეს.

ახალი წესის თანახმად, გაერთიანებული სამეფოდან შეერთებულ შტატებში მიმავალმა მგზავრებმა ავიაკომპანიებს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ლაბორატორიული შედეგის შესახებ წერილობითი დოკუმენტაცია ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით უნდა წარუდგინონ, ხოლო თუ მგზავრი ტესტის ჩაბარებაზე უარს განაცხადებს, ავიაკომპანიამ მის გადაყვანაზე უარი უნდა განაცხადოს.