NATO არ აღიარებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ „ტვიტერის" გვერდზე განაცხადა.
„ნატო არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც კვირას საქართველოში, სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარდა. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა კოლომინამ.
ასევე წაიკითხეთ: