"წელს, სამყაროს მხსნელი მაცხოვრის შობის დღესასწაულისადმი მიმავალი გზა, მწვავე პანდემიის პირობებში, განსხვავებულია". - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს კონსტანტინოპოლელმა თავის საშობა ეპისტოლეში.
საშობა ეპისტოლე წელს ქართულ ენაზეც გამოწვეყნდა.
მსოფლიო პატრიარქის თქმით, სეკულარულ საზოგადოებაში შობის დღესასწაული თითქოს გაუფერულდა, თითქოს მომხმარებლური, ამქვეყნიური ხასიათი მიიღო და თვალთახედვიდან დაიკარგა ის, რომ ამ წმიდა დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ „უმთავრეს საიდუმლოს“ — ღმრთის განკაცებისას.
როგორც ბართლომეოს კონსტანტინეპოლელი აღნიშნავს, აღფრთოვანებულია ექიმების თავგანწირვით. ის ექიმების "თეთრ საამოსს" "თეთრ ანაფორას" ადარებს.
" ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ექიმებისა და ექთნების თავგანწირვით, ყველასი, ვინც პანდემიას ებრძვის. ვხარობთ, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ პაციენტი აღიქმება, როგორც წმიდა პიროვნება და არ ხდება მისი დაყვანა მხოლოდ რიცხვამდე, ან უპიროვნო ბიოლოგიურ ერთეულამდე. ძალიან მკაფიოდ და ნათლად ითქვა, ექიმების „თეთრი სამოსი“ ეს არის „თეთრი ანაფორა“, რომელიც გამოხატავს მსახურებას „ჩემი მოყვასისადმი“ და სრულ ვალდებულებას ტანჯულისადმი მსახურებისა. ეს „თეთრი სამოსი“ — ისევე, როგორც სასულიერო პირის სამოსი, გამოხატავს მსხვერპლსა და სამსახურს მოყვასისთვის გაღებულს, ის სულის სიმბოლო და შთაგონებაა, რომლის მამოძრავებელი ძალა სიყვარულია, რომელიც ყოველთვის ღმრთივმომადლებული ნიჭია და არასდროს მხოლოდ ჩვენი საკუთარი მიღწევა." - ნათქვამია ეპისტოლეში.
მსოფლიო პატრიარქის აზრით, პანდემიამ კიდევ ერთხელ დაადასტურას ის, რომ სამყარო ერთ მთლიანობას წარმოადგენს და თითოეული ადამიანის პრობლემა ყველას პრობლემაა.
"საშიშმა პანდემიამ ბევრი ძალიან შეაკრთო. ამ ვითარებამ ნათლად გამოავლინა თანამედროვე „ზეკაცის“ შესაძლებლობების საზღვრები და, ამავდროულად, წარმოაჩინა სოლიდარობის ძალა. უდავო ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენი სამყარო წარმოადგენს ერთ მთლიანობას, და რომ ჩვენი პრობლემები საერთოა, და რომ მათი გადაწყვეტა, თანამშრომლობასა და თანხმობას მოითხოვს, აქ რაც შეიძლება საუკეთესო გამოიკვეთოს ესაა პირადი წვლილის მნიშვნელობა, მოწყალე სამარიტელის სიყვარული, რომელიც აღემატება ყოველ ადამიანურ საზომს.
სამწუხაროდ, ჯანდაცვის კრიზისმა არ დაგვანება 2020 წლისთვის გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულება, რომელიც გამოცხადებული იყო „პასტორალური განახლებისა და ახალგაზრდებისთვის ჯეროვანი ზრუნვის“ წლად." - აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა.