საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 489 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 743 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 746 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95%, ბოლო 14 დღის - 1.94% ხოლო 7 დღის - 1.65%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 281 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 715.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 777 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 107 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 58 შემთხვევა, აჭარა - 2, იმერეთი - 12, ქვემო ქართლი -5, შიდა ქართლი - 4, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 059 საიდანაც, 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 233, აჭარაში - 26, იმერეთში - 79. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 102 პირი, მათ შორის, თბილისში - 63, აჭარაში - 17, იმერეთში - 8. 2 647 ადამიანი სალში მკურნალობს.