მექსიკა, კოსტა რიკა და ჩილე მასობრივ ვაქცინაციას იწყებენ

მექსიკელი მედდა პირველია, ვინც ლათინურ ამერიკაში კორონავირისის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. წერს BBC.

პანდემიამ მექსიკას საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა, ქვეყანა სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა, ამის პარალელურად ქვეყანაში, შეძენილი 34 მილიონი დოზიდან სამი ათასი დოზა უკვე ჩავიდა.

ჩილეში 600,000-მდე კორონავირუსის შემთხვევაა დაფიქსირებული და ქვეყანაში 16 ათასზე მეტი ლეტალური შემთხვევა აღირიცხა. ქვეყნის პრეზიდენტი ვაქცინაციის დაწყებას აფასებს, როგორც „იმედის მომცემ და განსაკუთრებულ მომენტს“ და მოსახლეობას ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

კოსტა რიკა ასევე მძიმე ეპიდსიტუაციას ებრძვის და ქვეყანა ასევე ემზადება Pfizer/Biotechnic-ის პრეპარატის გამოყენებისთვის.

ლათინური ამერიკის სამმა ქვეყანამ ვაქცინაცია 24 დეკემბერს დაიწყო და პრეპარატის დამატებით დოზებს უახლოეს მომავალში მიიღებენ.