მსხვილი ფრანგული საფინანსო ჯგუფი Société Générale რუსეთის ბაზარზე საქმიანობას წყვეტს. მისი ძირითადი აქტივი „როსბანკი“ იყიდება.
მისი სავარაუდო მყიდველი „ინტერროსია“, რომელსაც ვლადიმირ პოტანინი ფლობა. ამ დროისთვის ფინანსური გარიგების თანხა არ სახელდება. დახურული გარიგება რამდენიმე კვირაში დასრულდება, მარეგულირებელი ორგანოებიდან ყველა პასუხის მიღების შემდეგ.
Société Générale რუსეთში 1993 წლიდან საქმიანობს. რუსეთის ბაზარზე ფრანგული ფინანსური ჯგუფის მთავარ აქტივი „როსბანკი“ 2021 წლის მონაცემებით 4 მილიონამდე ადამიანს ემსახურებოდა.
უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
ასევე წაიკითხეთ
Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა