ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 515, გარდაიცვალა 37. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 655 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 747 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 908 PCR ტესტით. საერთო რაოდენობა შეადგენს 218 724-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 515, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 196 220-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 313 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 863 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 259, ქვემო ქართლი - 168, შიდა ქართლი - 145, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 112, კახეთი - 108, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.
ამ ეტაპზე 20 165 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც, 5 969 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 687, აჭარაში - 584, იმერეთში - 1 196. ამ ეტაპზე 1 068 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში - 522, აჭარაში - 121, იმერეთში - 239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 414, მათგან თბილისში - 187, აჭარაში - 64, იმერეთში - 74. 1 542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 603 - თბილისში, 668 - აჭარაში, 112 - იმერეთში. 12 654 ბინაზე მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 396 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 183, აჭარაში - 116, ხოლო იმერეთში - 13.
სულ 6 ოქტომბრიდან - 24 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 905 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 693 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 708 პირი, აჭარაში - 4 006, იმერეთში - 4 887“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.