მედია: რუსეთიდან კაპიტალის გადინება ოთხჯერ გაიზარდა

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთიდან კაპიტალის გადინების მაჩვენებელი იზრდება. რუსული მედიის ცნობით, 2022 წლის პირველ კვარტალში კაპიტალის გადინების მაჩვენებელი $64,2 მილიარდამდე გაიზარდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $17,5 მილიარდი იყო.

2021 წლის მონაცემებით, რუსეთიდან კაპიტალის გადინების მაჩვენებელმა $72,6 მილიარდი შეადგინა.

„მიმდინარე ოპერაციების პროფიციტი 2022 წლის პირველ კვარტალში 2,6 -ჯერ გაიზარდა და $58,2 შეადგინა. 2021 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი $22,5 მილიარდი იყო. რუსეთის ვაჭრობის დადებითმა სალდომ კი პირველი კვარტლის მონაცემებით $66,3 მილიარდი შეადგინა, რაც 2,6-ჯერ მეტია რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში. მაშინ ეს მაჩვენებელი $25,8 მილიარდი იყო“, - წერს რუსული მედია.

ამასთან, 2022 წლის დასაწყისში ომის საფრთხის გამო ინვესტორებმა რუსეთიდან აქტივების გატანა დაიწყეს. მაღალი მაჩვენებლის გამო, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა აქტივების გატანა დროებით შეზღუდა, მათ შორის უცხოელი ინვესტორებისთვისაც.


უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.

ასევე წაიკითხეთ

Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა