ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს. ამის შესახებ ISFED-ის ბორდის წევრმა თამარ სართანიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„უბრალოდ ის ინფორმაცია შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ელენე აღარ არის დირექტორი და დანარჩენზე ხვალ ჩანიშნულ ბრიფინგზე ვისაუბრებთ. ელენესთან ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია და ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვქონდა ნამდვილად“, - განაცხადა თამარ სართანიამ.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ განმარტაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.