გაერთიანებულ სამეფოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დედოფალი საშობაო საღამოს ოჯახისგან მოშორებით შეხვდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახი ერთად არ შეხვდება შობას, ბრიტანეთის დედოფალი არ უღალატებს ტრადიციას და ჩვეულებისამებრ მოსახლეობას მიმართავს სიტყვით. როგორც ბრიტანული მედია წერს, დედოფალი სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოში შექმნილ სიტუაციაზეც ისაუბრებს.
94 წლის ელისაბედ II და 99 წლის პრინცი ფილიპი პანდემიის განმავლობაში, უინძორის სასახლეში იმყოფებიან.
სამეფო ოჯახი საშობაო მსახურებას ყველა წესის დაცვით დაესწრება.